ნიკოლოზ ნინიძემ საქართველოს U19 ნაკრების შემადგენლობაში კვიპროსთან ითამაშა
ნიკოლოზ ნინიძემ საქართველოს U19 ნაკრების შემადგენლობაში კვიპროსთან ითამაშა
საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო რაუნდის პირველი შეხვედრა კვიპროსის გუნდთან 2:0 მოიგო.
თბილისის ლოკოტომოტივიდან საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში ნიკოლოზ ნინიძემ ითამაშა, რომელიც მოედანზე 79-ე წუთზე ცეცხლაძის ნაცვლად შევიდა.
შეხვედრაში ანგარიში 23-ე წუთზე გაიხსნა, გოლის გატანა ცოტნე ბერელიძემ მოახერხა. 81-ე წუთზე კი დაჩი ლორთქიფანიძემ საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
თბილისში მიმდინარე საკვალიფიკაციო რაუნდში საქართველოს ნაკრები 18 და 21 ნოემბერს მოლდოვის და ესაპენთის ნაკრებებს დაუპირისპირდება. ორივე შეხვედრა მიხეილ მესხი 2-ზე გაიმართება.
საქართველო: კურტანიძე, სადღობელაშვილი, ნარიმანიძე, გიუნაშვილი, ჩიქოვანი, ცეცხლაძე (78. ნინიძე), ფეიქრიშვილი (72. გეგუჩაძე), ლორთქიფანიძე, ბერელიძე, შეროზია (79. გოგსაძე), ბასილაძე (64. სამუშია)
მთავარი მწვრთნელი: ვასილ მაისურაძე