ნინიძის და თურქიას გოლები - ლოკო 2 ოდიშთან დამარცხდა

06/09/2025
ნინიძის და თურქიას გოლები - ლოკო 2 ოდიშთან დამარცხდა
ლიგა 3-ის მე-17 ტურში თბილისის ლოკომოტივი 2 ოლიმპიურ კომპლექსში ოდიში 1919-თან 2:4 დამარცხდა.
ანგარიში მე-8 წუთზე ოთარ კვერნაძის გოლით სტუმრებმა გახსნეს. 38-ე წუთზე ჩვენი გუნდის შემტევმა ნიკოლოზ ნინიძემ ანგარიში გაათანაბრა. მე-60 წუთზე ალექსანდრე თურქიამ ლოკო დააწინაურა. სამწუხაროდ, დარჩენილ დროში სამი გოლი გავუშვით. სტუმართა მხრიდან გოლები მუჰამედ სილას (65-ე წუთი), შოთა ლომიასა (73-ე წუთი) და აკონდო აიათულაის (85-ე წუთი) ანგარიშზეა.
ლიგა 3-ში 17 ტურის შემდეგ ჩვენი გუნდი 16 ქულით მე-12 ადგილზეა. დიმიტრი გორდელაძის ფეხბურთელები შემდეგი ტურის მატჩს სტუმრად გარდაბანთან 12 სექტემბერს გამრთავენ.