ოქროს ლიგა - 17 წლამდელების ფრე გაგრასთან
ოქროს ლიგა - 17 წლამდელების ფრე გაგრასთან
ლოკომოტივის აკადემიის გუნდმა, საქართველოს 17 წლამდე, ოქროს ლიგის ზონა განაახლა. პაატა გოცირიძის ფეხბურთელებმა 27 აგვისტოს, საგურამოს ბაზაზე, გაგრასთან ფრე ითამაშეს.
ანგარიში მე-12 წუთზე სტუმრებმა გახსნეს. გოლი სანდრო კაკოიშვილმა გაიტანა. ლოკომოტივმა წონასწორობა ზუსტად 4 წუთში აღადგინა. ანგარიში თორნიკე გობრონიძემ გაათანაბრა.
43-ე წუთზე, ჯუმბერ ლეშკაშელმა გაგრა კიდევ ერთხელ დააწინაურა. პირველი ნახევარი სტუმართა გამარჯვებით დასრულდა.
მატჩის საბოლოო შედეგი 58-ე წუთზე, არველოდ ხუნჯგურუამ დააფიქსირა. პაატა გოცირიძის გუნდი, ოქროს ლიგაში, 7 ქულით მესამე ადგილზეა.
მომდევნო მატჩს, ლოკომოტივი სტუმრად, 1 სექტემბერს, ზესტაფონის წინააღმდეგ გამართავს.
ლოკომოტივი (U 17): მიაქვა, შიუკაშვილი, ბაქრაძე (კაპ) (ქაჯაია 57), ბეგაშვილი, კილასონია, გუგუნავა, ნადარეიშვილი (აბრამიშვილი 72), ნანობაშვილი, ხუნჯგურუა, გობრონიძე, გაბეჩავა
მთავარი მწვრთნელი: პაატა გოცირიძე