რეგიონული ლიგა - ლოკომოტივი 2-მა ვოიაჟი დაამარცხა

რეგიონული ლიგა - ლოკომოტივი 2-მა ვოიაჟი დაამარცხა
23/10/2017

რეგიონული ლიგა - ლოკომოტივი 2-მა ვოიაჟი დაამარცხა

რეგიონული ლიგის მე-19 ტურში, თბილისის ლოკომოტივის აკადემიის გუნდმა ვოიაჟი დაამარცხა. 24 ოქტომბერს, საგურამოს ბაზაზე გამართული დაპირისპირება, ვლადიმერ ვაშაძის გუნდმა 4:0 დაამარცხა.

ლოკომ პირველი ნახევარი ორბურთიანი სხვაობით მოიგო. 29-ე წუთზე, ჩვენი გუნდი ლაშა ოზბეთელაშვლმა დააწინაურა. 33-ე წუთზე ვოიაჟს მეორე გოლი დემურ კანდელაკმა გაუტანა.

76-ე წუთზე, თავი შეცვლაზე შესულმა თორნიკე მუზაშვილმა გამოიჩინა. მატჩის საბოლოო ანგარიში 83-ე წუთზე ირაკლი ბუღრიძემ დააფიქსირა.

19 ტურის შემდეგ, ლოკომოტივი 2-ს 46 ქულა აქვს. მომდევნო მატჩს, ვაშაძის გუნდი აბულს დაუპირისპირდება.

ლოკომოტივი: შეროზია, ჯანაშია (ჯაფარიძე 67), ძებნიანური (კაპ), გელაშვილი, მენთეშაშვილი, ქებაძე, კანდელაკი, შეწირული, ბუღრიძე, კიკნაძე (წულეისკირი 62), ოზბეთელაშვილი (მუზაშვილი)

მთავარი მწვრთნელი: ვლადიმერ ვაშაძე

არბიტრი: დავით ფიფია (გალი)

more news