შესარჩევი ვარჯიშები თბილისის ლოკომოტივის აკადემიაში

შესარჩევი ვარჯიშები თბილისის ლოკომოტივის აკადემიაში
29/06/2018

შესარჩევი ვარჯიშები თბილისის ლოკომოტივის აკადემიაში

თბილისის ლოკომოტივის აკადემია იწყებს შესარჩევ ვარჯიშებს, 2001/2002 (U17) და 2003 (U15) წელს დაბადებულ ფეხბურთელებს შორის.

3 და 4 ივლისს, საგურამოს ბაზაზე, ორი შესარჩევი ვარჯიში ჩატარდება.

ვარჯიშებზე მოსახვედრად, აუცილებელია ფეხბურთელმა კლუბის ოფიციალურ ვებგვერდზე სარეგისტრაციო ფორმა შეავსოს.

შესარჩევ ვარჯიშებამდე და ვარჯიშების შემდეგ, ფეხბურთელებს ლოკომოტივის აკადემიის ავტობუსი მოემსახურება.

15 წლამდე გუნდის ვარჯიშებისთვის, 3 და 4 ივლისს, დიღმის ტყე-პარკის მიმდებარე ტერიტორიიდან, საგურამოს ბაზის მიმართულებით, ავტობუსი 10:00 საათზე, გაემართება. ვარჯიში 11:00 საათზე დაიწყება.

17 წლამდე გუნდის ვარჯიშებისთვის, 3 და 4 ივლისს, დიღმის ტყე-პარკის მიმდებარე ტერიტორიიდან, საგურამოს ბაზის მიმართულებით, ავტობუსი 12:00 საათზე გაემართება. ვარჯიში 13:00 საათზე დაიწყება.

more news