თბილისის ლოკომოტივის აკადემიის გუნდებმა სეზონი დაასრულეს
თბილისის ლოკომოტივის აკადემიის გუნდებმა სეზონი დაასრულეს
თბილისის ლოკომოტივის U15, U17 და U19 გუნდებმა საქართველოს ოქროს ლიგაში გამოსვლა დაასრულეს.
U15 გუნდმა სეზონის ბოლო შეხვედრაში მარტვილის მერანი 3:0 დაამარცხა. U17-მა საბურთალოსთან ფრედ ითამაშა, ხოლო U19-მა დინამო თბილისთად 1:1 დაასრულა თავისი მატჩი.
საბოლოოდ, ლოკოს U15 გუნდი 23 ქულით ოქროს ლიგაში მე-7 ადგილზე გავიდა. ჩვენმა ფეხბურთელებმა 7 შეხვედრა მოიგეს, 2-ჯერ ფრედ ითამაშეს და 9-ჯერ დამარცხდნენ. მეტოქეთა კარში მათ 36 გოლი გაიტანეს.
U17 გუნდმა ოქროს ლიგაში მე-4 ადგილი დაიკავა 24 ქულით. ჩვენმა ფეხბურთელებმა 7-ჯერ მოიგეს, 3-ჯერ ფრედ ითამაშეს და 6-ჯერ დამარცხდნენ, მათ 27 გოლის გატანა მოახერხეს.
რაც შეეხება U19 გუნდს, მათ 27 ქულა დააგროვეს და ოქროს ლიგაში მე-5 ადგილი დაიკავეს. ლოკოს ფეხბურთელებმა 8 მატჩი თავიანთი გამარჯვებით დაასრულეს, 3 შეხვედრა ფრედ დასრულდა, ხოლო 7-ჯერ წააგეს. მეტოქეთა კარში U19 გუნდმა 30 გოლი გაიტანა.