15 წლამდე ლიგა - ვასილ მაისურაძის გუნდის პირველი გამარჯვება

15 წლამდე ლიგა - ვასილ მაისურაძის გუნდის პირველი გამარჯვება
31/03/2017

15 წლამდე ლიგა - ვასილ მაისურაძის გუნდის პირველი გამარჯვება

საქართველოს 15 წლამდე ლიგის მესამე ტურში, თბილისის ლოკომოტივმა ვიტ-ჯორჯია დაამარცხა. 1 აპრილს, მცხეთაში გამართული დაპირისპირება, ვასილ მაისურაძის გუნდმა მინიმალური ანგარიშით მოიგო.

 

მატჩის ერთადერთი გოლი, 48-ე წუთზე დავით ებრალიძემ გაიტანა, რომელმაც 36-ე წუთზე დავით ფარსადანაშვილი შეცვალა.

 

ვიტ-ჯორჯიასთან გამარჯვება, ვასილ მაისურაძის გუნდისთვის მიმდინარე სეზონში პირველია. 15 წლამდე ლიგაში, ლოკომოტივი 3 ქულით მე-5 ადგილზეა. მომდევნო ტურში, ჩვენი აკადემიის 15 წლამდე გუნდი საჩხერის ჩიხურას დაუპირისპირდება.

 

ლოკომოტივი (U 15): მახარაძე, სამყურაშვილი, დუნდუა, გაბრიელ ხუციშვილი, ქადარია, ფარსადანაშვილი (ებრალიძე 36), ნიკა ხუციშვილი, გოგილაშვილი (ქუცნიაშვილი 55), კვანტალიანი (ბეგლარაშვილი55), შოშიტაშვილი (ერქვანია 36), ნოზაძე

მთავარი მწვრთნელი: ვასილ მაისურაძე

more news