აკადემიის 17 წლამდე გუნდმა სტუმრად ვიტ-ჯორჯია დაამარცხა

აკადემიის 17 წლამდე გუნდმა სტუმრად ვიტ-ჯორჯია დაამარცხა
01/04/2017

აკადემიის 17 წლამდე გუნდმა სტუმრად ვიტ-ჯორჯია დაამარცხა

1 აპრილს, საქართველოს 17 წლამდე ლიგის მესამე ტურში, ვლადიმერ ვაშაძის გუნდმა ვიტ-ჯორჯია დაამარცხა. ლოკომოტივის აკადემიის გუნდმა, მცხეთაში მინიმალური ანგარიშით მოიგო.

 

მატჩის ერთადერთი გოლი ლუკა ხარძიანმა, თერთმეტმეტრიანი დარტყმით გაიტანა. ვაშაძის გუნდს სამი მატჩიდან სამი მოგება აქვს და სატურნირო ცხრილს 9 ქულით ლიდერობს.

 

მომდევნო მატჩს, 17 წლამდე გუნდი, 8 აპრილს, სტუმრად ფკ გორის წინააღმდეგ გამართავს.

 

ლოკომოტივი (U17): ანდრიაძე, ქურდაძე (ბაქრაძე 55), ცანავა, მაღრაძე, შალამბერიძე, გოგია, ნანობაშვილი, ჯანაშია, გობრონიძე (კიკნაძე 71), ხარძიანი, ინჯგია

მთავარი მწვრთნელი: ვლადიმერ ვაშაძე

more news