15 წლამდე, ოქროს ლიგა: ლოკომ საბურთალო დაამარცხა

15 წლამდე, ოქროს ლიგა: ლოკომ საბურთალო დაამარცხა
28/10/2018

15 წლამდე, ოქროს ლიგა: ლოკომ საბურთალო დაამარცხა

15 წლამდე, ოქროს ლიგის მე-15 ტურში, თბილისის ლოკომოტივის აკადემიის გუნდმა საბურთალო დაამარცხა. 27 ოქტომბერს, საგურამოს ბაზაზე გამართული მატჩი, ლევან კორღალიძის გუნდმა მინიმალური ანგარიშით მოიგო.

ანგარიშის გახსნა 29-ე წუთზე დავით ფარსადანიშვილის შეეძლო, თუმცა ლოკოს კაპიტანმა პენალტი ვერ გაიტანა.

გამარჯვების გოლის 67-ე წუთზე, საბა ბოგვერაძემ გაიტანა. 15 ტურის შემდეგ, ლოკოს აკადემიის გუნდი 28 ქულით მე-4 ადგილზეა.

ლოკომოტივი: მახარაძე, ფარსადანიშვილი (კაპ), ჭოხონელიძე, ფაილოძე (კეკელიძე 36), უდესიანი (ინაიშვილი 62), ხვიჩია (ერქვანია 68), ქეცბაია, აბრამიშვილი (კეშელავა 68), ჩანქსელიანი (გოგოლაძე 68), ბაღდავაძე (ქადარია 50), ბოგვერაძე

მთავარი მწვრთნელი: ლევან კორღალიძე

არბიტრი: თემურ დადაჰავა (ოჩამჩირე)

more news