17 წლამდე ლიგა: ლოკომოტივი ისევ იგებს

17 წლამდე ლიგა: ლოკომოტივი ისევ იგებს
17/03/2019

17 წლამდე ლიგა: ლოკომოტივი ისევ იგებს

საქართველოს 17 წლამდე ლიგაში მორიგი ტური გაიმართა. საგურამოში ლოკომოტივმა ს.კ. ცხინვალს უმასპინძლა. შეხვედრა ლოკომოტივის სრული უპირატესობით წარიმართა, რაც საბოლოო ანგარიშზეც აისახა. პირველივე ნახევარში მასპინძლება მეტოქის კარი 4-ჯერ აიღეს. 22-ე წუთზე ანგარიში ცოტნე ბუკიამ გახსნა. აქედან 10 წუთში ცხინვალის კარში მეორე გოლი ბოგვერიძემ გაიტანა.  მატჩის 39-ე წუთზე ლოკომოტივმა ცვლილება გააკეთა - ჯგუნჯგია ილიას ნაცვლად მოედანზე კეკელიძე ლუკა შევიდა. ამ უკანასკნელმა შემოსვლიდან 2 წუთში მესამე გოლი გაიტანა. 43-ე წუთზე ლოკომ მეოთხედ გაიტანა თავი შაშიაშვილმა გამოიჩინა. 

 

მეორე ნახევარშიც ლოკომოტივი სრულ უპირატესობას ფლობდა, ცხინვალი წინააღდეგობას ვერ უწევდა. გოლების წვიმა მეორე ნახევარში გაგრძელდა. მეორე ნახევრის სტარტზევე თამაშში ნიკა ხუციშვილი ჩაერთო და პოკერი შეასრულა. თითო-თითო გოლი კაპანაძემ, ხუციშვილმა, დოგრაშვილმა და სიჭინავამ გაიტანეს.

სამი ტურის შემდეგ ლოკომოტივი 9 ქულით ერთპიროვნული ლიდერია 19 გატანილი და 0 გაშვებული ბურთით. 

more news