17 წლამდე ლიგა - ლოკომოტივმა 35 სკოლის გუნდი დაამარცხა

17 წლამდე ლიგა - ლოკომოტივმა 35 სკოლის გუნდი დაამარცხა
26/06/2017

17 წლამდე ლიგა - ლოკომოტივმა 35 სკოლის გუნდი დაამარცხა

საქართველოს 17 წლამდე, ოქროს ლიგის მეორე ტურში, თბილისის ლოკომოტივმა 35-ე საფეხბურთო სკოლის გუნდი დაამარცხა. ვლადიმერ ვაშაძის ფეხბურთელებმა, მეტოქეს სამი უპასუხო გოლი გაუტანეს.

 

35-ე სკოლის გუნდს, 43-ე და 52-ე წუთებზე, დუბლი ლუკა ხარძიანმა შეუსრულა. მატჩის საბოლოო შედეგი, 66-ე წუთზე საბა კიკნაძემ დააფიქსირა.

 

აღსანიშნავია, რომ ლოკომოტივის 17 წლამდე გუნდმა, ზედიზედ მეორედ მოიგო 3:0. ორი ტურის შემდეგ, ვაშაძის გუნდი 6 ქულით პირველ პოზიციაზეა. 17 წლამდე ლიგა ივლისში განახლდება.

 

ლოკომოტივი (U17): ანდრიაძე, ცანავა, შალამბერიძე, ბაქრაძე (ქურდაძე 40), მაღრაძე, ჯანაშია (აბრამიშვილი 68), გობრონიძე, ნანობაშვილი (ნადარეიშვილი 68), გრძელიძე, ხარძიანი, კიკნაძე (მუშკუდიანი 68)

მთავარი მწვრთნელი: ვლადიმერ ვაშაძე

more news