19 წლამდე, ოქროს ლიგა: ლოკომ ცხინვალი დიდი ანგარიშით დაამარცხა

19 წლამდე, ოქროს ლიგა: ლოკომ ცხინვალი დიდი ანგარიშით დაამარცხა
30/10/2018

19 წლამდე, ოქროს ლიგა: ლოკომ ცხინვალი დიდი ანგარიშით დაამარცხა

19 წლამდე, ოქროს ლიგის მე-12 ტურში, თბილისის ლოკომოტივის აკადემიის გუნდმა ცხინვალი დაამარცხა. 30 ოქტომბერს, საგურამოს ბაზაზე გამართული მატჩი, სულიკო დავითაშვილის გუნდმა 7-0 მოიგო.

მე-5 და 30-ე წუთებზე ორი გოლი ლაშა ოზბეთელაშვილმა გაიტანა. დუბლი შეასრულა ივანე ოქროპირიძემაც. ლოკოს მე-7 ნომერმა 28-ე და 35-ე წუთებზე შეძლო მეტოქის კარის აღება.

34-ე და 37-ე წუთებზე, თავი ლოკოს მცველებმა ბექა ბუიღლიშვილმა და ალექსანდრე ანდრონიკაშვილმა გამოიჩინეს. 87-ე წუთზე ანდრონიკაშვილმა დუბლი შეასრულა და მატჩის საბოლოო შედეგი დააფიქსირა.

12 ტურის შემდეგ, ლოკომოტივის აკადემიის გუნდი 34 ქულით პირველ ადგილზეა.

ლოკომოტივი: ლომიძე, სირაძე, შარიქაძე, ბუიღლიშვილი (გაბიტაშვილი 38), ჯაფარიძე (გოლუბიან 31), ანდრონიკაშვილი, შეწირული, ოქროპირიძე, გრძელიძე (კაპ) (გოგობერიშვილი 38), ოზბეთელაშვილი, შეყილაძე

მთავარი მწვრთნელი: სულიკო დავითაშვილი

არბიტრი: თორნიკე ხუბულური (გორი)

more news