19 წლამდე ლიგა - ლოკომ საბურთალო დაამარცხა

19 წლამდე ლიგა - ლოკომ საბურთალო დაამარცხა
24/10/2017

19 წლამდე ლიგა - ლოკომ საბურთალო დაამარცხა

19 წლამდე, ოქროს ლიგის მე-8 ტურში, თბილისის ლოკომოტივმა საბურთალო დაამარცხა. 23 ოქტომბერს, ბენდელაზე, უშუალო კონკურენტთან გამართული დაპირისპირება, ვასილ მაისურაძის გუნდმა 1:2 მოიგო.

მე-13 წუთზე, მასპინძლები ლუკა გელაძემ დააწინაურა. ლოკომ წონასწორობა 39-ე წუთზე აღადგინა. გოლი ლუკა სილაგაძემ გაიტანა. 82-ე წუთზე, რევაზ ინჯგიამ საბურთალოს გადამწყვეტი გოლი გაუტანა და საკუთარ გუნდს 3 ქულის მოპოვებაში დაეხმარა.

8 ტურის შემდეგ, ლოკო 18 ქულით პირველ ადგილზეა. მომდევნო მატჩს, მაისურაძის გუნი 28 ოქტომბერს, სტუმრად შუქურას წინააღმდეგ გამართავს.

ლოკომოტივი: გურგენიძე, კიკალიშვილი, ჯაფარიძე, ცერცვაძე (ქურდაძე 63), ნიკოლეიშვილი, ჯანაშია, ძებნიანური (გაბუნია 46), სილაგაძე, ქიმერიძე (კაპ), სპანდერაშვილი, ინჯგია

მთავარი მწვრთნელი: ვასილ მაისურაძე

არბიტრი: აბდულა ბასლეჰლო (სირია)

more news