19 წლამდე ლიგა - ლოკომოტივმა რუსთავს 6:2 მოუგო
19 წლამდე ლიგა - ლოკომოტივმა რუსთავს 6:2 მოუგო
საქართველოს 19 წლამდე ლიგის მე-9 ტურში, თბილისის ლოკომოტივის აკადემიის გუნდმა რუსთავი დაამარცხა.
23 აპრილს, საგურამოს ბაზაზე გამართული დაპირისპირება, გიორგი მინაშვილის ფეხბურთელებმა 6:2 მოიგეს.
სტუმრებს ჰეთთრიკი შეუსრულა თემო გაბუნიამ. ლოკომოტივის მე-11 ნომერმა, გოლები მე-9, 29-ე და 78-ე წუთებზე გაიტანა.
კიდევ სამი გოლი, რუსთავს ლაშა ოზბეთელაშვილმა (მე-12 წუთი), გიორგი აბულაძემ (51-ე წუთი) და ლუკა ჯაფარიძემ (58-ე წუთი) გაუტანეს.
სტუმრებმა ერთი გოლი მე-17 წუთზე გაიტანეს, 53-ე წუთზე კი ლოკომოტივის მცველმა, გიორგი ცერცვაძემ ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა.
მინაშვილის გუნდს 9 ტურის შემდეგ 22 ქულა აქვს და მეორე ადგილზეა. ლოკომოტივის 19 წლამდე გუნდი მომდევნო მატჩს 27 აპრილს, საბურთალოს წინააღმდეგ გამართავს.
ლოკომოტივი (U 19): კვირიკაშვილი, ჯაფარიძე, ჭურღულაშვილი, ცერცვაძე, ქებაძე (მაღრაძე 60), ლურსმანაშვილი, აბულაძე, ჯანაშია (ანდრონიკაშვილი 30), ობოლაძე, გაბუნია, ოზბეთალაშვილი (ჩიქოვანი 64)
მთავარი მწვრთნელი: გიორგი მინაშვილი
არბიტრი: ბორის გულშჩუკი (ქუთაისი)