ლოკომოტივი 2-მა მესხეთს 16:0 მოუგო

ლოკომოტივი 2-მა მესხეთს 16:0 მოუგო
20/04/2017

ლოკომოტივი 2-მა მესხეთს 16:0 მოუგო

საქართველოს რეგიონული ლიგის მე-5 ტურში, თბილისის ლოკომოტივმა ახალციხის მესხეთი დაამარცხა. საგურამოს ბაზაზე გამართული დაპირისპირება, გიორგი მინაშვილის ფეხბურთელებმა 16:0 მოიგეს.

 

ანგარიში მე-7 წუთზე გიორგი წულეისკირმა გახსნა, 19-ე წუთზე კი ლევან გრძელიძემ შეძლო თავის გამოჩენა. 22-ე წუთზე ლაშა ობოლაძემ სტუმრებს მესამე გოლი გაუტანა. ზუსტად ორ წუთში, წულეისკირმა დუბლი შეასრულა.

 

29-ე წუთზე გოლი შეცვლაზე შესულმა თემო გაბუნიამ გაიტანა. 33-ე და 39-ე წუთებზე, მესხეთის კარი აკაკი ქიმერიძემ და ირაკლი ბუღრიძემ აიღეს.

 

44-ე წუთზე სანდრო შეწირულმა მეშვიდე გოლი გაიტანა და პირველი ტაიმის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

 

გაბუნიამ 48-ე წუთზე დუბლი შეასრულა, 69-ე წუთზე კი თავისი გოლი ცენტრალურმა მცველმა ლუკა ფიფიამაც გაიტანა. ზუსტად ერთ წუთში, თავი შეცვლაზე შესულმა გოგა ლურსმანაშვილმა გამოიჩინა. 79-ე წუთზე, სანდრო ანდრონიკაშვილმა კიდევ ერთი გოლი გაიტანა.

 

81-ე და 83-ე წუთებზე, მესხეთს თორნიკე გელაშვილმა და სანდრო ანდრონიკაშვილმაც გაუტანეს. გელაშვილს გატანა 57-ე წუთზეც შეეძლო, მაგრამ პენალტი ვერ გაიტანა.

 

86-ე წუთზე წულეისკირმა ჰეთთრიკი შეასრულა. მატჩის საბოლოო შედეგი, 89-ე წუთზე ობოლაძემ დააფიქსირა.

 

მესხეთთან გამარჯვების შემდეგ, მინაშვილის გუნდს 13 ქულა აქვს და მეორე ადგილზეა. მომდევნო მატჩს, ლოკომოტივი 2, სტუმრად 35-ე საფეხბურთო სკოლის წინააღმდეგ გამართავს.

 

ლოკომოტივი 2: შეროზია, გელაშვილი, ძებნიაური, ფიფია, ნიკოლეიშვილი, შეწირული (ლურსმანაშვილი 62), ობოლაძე, ქიმერიძე (ანდრონიკაშვილი 58), გრძელიძე (გაბუნია), ბუღრიძე, წულეისკირი

მთავარი მწვრთნელი: გიორგი მინაშვილი

 

არბიტრი: დავით ფიფია (გალი)

more news