19 წლამდე, ოქროს ლიგა: ლოკომოტივმა დინამოსთან მნიშვნელოვანი ქულა მოიპოვა

19 წლამდე, ოქროს ლიგა: ლოკომოტივმა დინამოსთან მნიშვნელოვანი ქულა მოიპოვა
20/10/2018

19 წლამდე, ოქროს ლიგა: ლოკომოტივმა დინამოსთან მნიშვნელოვანი ქულა მოიპოვა

19 წლამდე, ოქროს ლიგის მე-11 ტურში, თბილისის ლოკომოტივის აკადემიის გუნდმა დინამო თბილისთან ფრე ითამაშა. 20 ოქტომბერს, ვიტალი დარასელიას სახელობის, დინამო თბილისის აკადემიაში გამართული მატჩი 1-1 დასრულდა.

დინამო მატჩის დებიუტში დაწინაურდა. გოლი თორნიკე ძოწენიძემ, მე-5 წუთზე გაიტანა.

ანგარიში მეორე ტაიმის მიწურულს, ალექსანდრე ანდრონიკაშვილმა გაათანაბრა. ლოკოს ცენტრალურმა მცველმა, 84-ე წუთზე დინამოს კარი შორეული დარტყმით აიღო.

დინამოსთან, სტუმრად მოპოვებული ქულის შემდეგ, სულიკო დავითაშვილის გუნდმა ოქროს ლიგის ლიდერობა განიმტკიცა. ლოკო 31 ქულით პირველ ადგილზეა.

ლოკომოტივი: ლომიძე, ანდრონიკაშვილი, ბუიღლიშვილი, სირაძე (ჯავახიშვილი 90), ჯაფარიძე, ძებნიაური, ჯანაშია (კაპ), დავითაშვილი, ინჯგია, გრძელიძე (იაკობიძე 80), ოზბეთელაშვილი (შეყილაძე 69)

მთავარი მწვრთნელი: სულიკო დავითაშვილი

არბიტრი: ტარიელ რუხაია (სამტრედია)

more news