15 წლამდე, ოქროს ლიგა: ფრე სფფ აკადემია 2-თან

15 წლამდე, ოქროს ლიგა: ფრე სფფ აკადემია 2-თან
15/10/2018

15 წლამდე, ოქროს ლიგა: ფრე სფფ აკადემია 2-თან

15 წლამდე, ოქროს ლიგის მე-13 ტურში, თბილისის ლოკომოტივის აკადემიის გუნდმა სფფ აკადემია 2-ის გუნდთან ფრე ითამაშა. 13 ოქტომბერს, საგურამოს ბაზაზე გამართული მატჩი 0-0 დასრულდა.

ლოკომოტივს 21 ქულა აქვს და მე-4 პოზიციაზეა. მომდევნო მატჩს ლევან კორღალიძის გუნდი 20 ოქტომბერს, სფფ აკადემია ზუგდიდის წინააღმდეგ გამართავს.

ლოკომოტივი: მახარაძე, ფარსადანაშვილი, ჭოხონელიძე, აბრამიშვილი, უდესიანი, ხვიჩია, კეკელიძე (კაპ), ქეცბაია (ბოგვერაძე 53), ბაღდავაძე, გოგოლაძე (ჩანქსელიანი 43), ინაიშვილი (ქადარია 61)

მთავარი მწვრთნელი: ლევან კორღალიძე

არბიტრი: მანუჩარ კიკორია (თბილისი)

more news