გიორგი ჩიტაური საქართველოს 15 წლამდე ნაკრებს გაწვრთნის

გიორგი ჩიტაური საქართველოს 15 წლამდე ნაკრებს გაწვრთნის
17/09/2017

გიორგი ჩიტაური საქართველოს 15 წლამდე ნაკრებს გაწვრთნის

თბილისის ლოკომოტივის აკადემიის მწვრთნელი, გიორგი ჩიტაური საქართველოს 15 წლამდე ნაკრებს გაწვრთნის.

 

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გადაწყვეტილებით, ამიერიდან 15-დან 21 წლამდე ასაკის ჩათვლით, შვიდი დამოუკიდებელი ასაკობრივი ნაკრები იქნება. ახალი სისტემა სამ ნაწილად იყოფა და 15-დან 17 წლამდე ნაკრების მწვრთნელების მუდმივ როტაციას ითვალისწინებს.

 

მიმდინარე თვის დასაწყისში ჩამიოყალიბდა საქართველოს 20 წლამდე ნაკრებიც, რომელსაც ასევე ლოკომოტივის აკადემიის მწვრთნელი, ვასილ მაისურაძე წვრთნის. აღნიშნულ ასაკობრივ გუნდში, მაისურაძის ასისტენტი გიორგი ჩიტაური იქნება.

 

მაისურაძეც და ჩიტაურიც, სანაკრებო საქმიანობის პარალელურად ლოკომოტივში მუშაობას ჩვეულ რეჟიმში გააგრძელებენ. გიორგი ჩიტაური ლოკოს 13 წლამდე, მაისურაძე კი 19 წლამდე გუნდს წვრთნის.

more news