ლოკოს აკადემიის მენეჯერმა თენგიზ ბურჯანაძის სახელობის ტურნირი შეაფასა
ლოკოს აკადემიის მენეჯერმა თენგიზ ბურჯანაძის სახელობის ტურნირი შეაფასა
თბილისი ლოკომოტივის აკადემიის 13 წლამდე გუნდი, თენგიზ ბურჯანაძის სახელობის ტურნირის ვიცე-ჩემპიონი გახდა. ლეგენდარული, გორელი ფეხბურთელის სახელობის ტურნირი 12-დან 16 სექტემბრის ჩათვლით ჩატარდა, ფინალური მატჩი კი ქალაქ გორში, მისივე სახელობის სტადიონზე გაიმართა.
ლოკომოტივის აკადემიის მენეჯერმა, დავით ყიფიანმა ტურნირის საორგანიზაციო მხარე და ლოკომოტივის ნაჩვენები შედეგი შეაფასა.
"ყოველთვის სასიამოვნოა, როდესაც აკადემიის ფეხბურთელებს ასე კარგად ორგანიზებულ ტურნირში უწევთ მონაწილეობის მიღება. ჩვენი 13 წლამდე გუნდის ფეხბურთელებისთვის, თენგიზ ბურჯანაძის სახელობის ტურნირში მონაწილეობა თავის გამოჩენის დამატებითი შანსი იყო.
ლოკომოტივის აკადემიის სახელით, მინდა მადლობა გადავუხადო ტურნირის ყველა ორგანიზატორს, მათ ფეხბურთელებისა და გულშემატკივრებისთვის საუკეთესო პირობები შექმნეს.
რაც შეეხება სპორტულ შედეგს, შეიძლებოდა ტუნრირი ჩვენი გამარჯვებით დასრულებულიყო. ფინალურ მატჩში 3:1-ს ვიგებდით, მაგრამ საკუთარ კარში სამი გოლი მივიღეთ და დასანანი თამაში წავაგეთ.
მიუხედავად მარცხისა, ვთვლი რომ ჩვენი აკადემიის გუნდმა თავი საკმაოდ კარგად წარმოაჩინა. ამაზე ლოკოს ფეხბურთელების მიერ მოპოვებული ინდივიდუალური ჯილდოებიც მეტყველებს.
ტურნირის საუკეთსო მეკარედ და საუკეთესო მცველად, სწორედ ჩვენი გუნდის ფეხბურთელები დაასახელს, საუკეთესო ბომბარდირი კი ასევე ჩვენი გუნდის წევრი თეიმურაზ დევიძე გახდა. ამ ყველაფერში მნიშვნელოვანი წვლილი ჩვენი გუნდის სამწვრთნელო შტაბმა და სტაფმა შეიტანა". - ამბობს დავით ყიფიანი.
თენგიზ ბურჯანაძის სახელობის ტურნირის ფინალურ მატჩში, გიორგი ჩიტაურის გუნდი დინამო თბილისთან 4:3 დამარცხდა.