ლოკომოტივი 2-მა, ლიახვი ოზბეთელაშვილის გოლით დაამარცხა

ლოკომოტივი 2-მა, ლიახვი ოზბეთელაშვილის გოლით დაამარცხა
06/05/2017

ლოკომოტივი 2-მა, ლიახვი ოზბეთელაშვილის გოლით დაამარცხა

საქართველოს რეგიონული ლიგის მე-7 ტურში, თბილისის ლოკომოტივი 2-მა აჩაბეთის ლიახვი დაამარცხა. 5 მაისს, საგურამოს ბაზაზე გამართული დაპირისპირება, გიორგი მინაშვილის გუნდმა მინიმალური ანგარიშით მოიგო.

 

ლოკომოტივი 2-ს, რამდენიმე კვირიანი ტრავმის შემდეგ, კაპიტანი ლუკა ვარძელაშვილი დაუბრუნდა, რომელმაც შეუცვლელად ითამაშა.

 

სტუმრებს ერთადერთი გოლი, 41-ე წუთზე ლაშა ოზბეთელაშვილმა გაუტანა.

 

მინაშვილის გუნდს, 7 ტურის შემდეგ 19 ქულა აქვს და პირველ პოზიციაზეა. მომდევნო მატჩს, ლოკომოტივი 2, 9 მაისს, სტუმრად ვოიაჟის წინააღმდეგ გამართავს.

 

ლოკომოტივი 2: შეროზია, გელაშვილი (ჯაფარიძე 56), ჭურღულაშვილი, ფიფია, ქებაძე, ლურსმანაშვილი, გაბუნია, ობოლაძე (ქიმერიძე 75), ვარძელაშვილი, წულეისკირი, ოზბეთელაშვილი (ხარძიანი 61)

მთავარი მწვრთნელი: გიორგი მინაშვილი

 

არბიტრი: ალეკო აფციაური (თბილისი)

more news