ლოკომოტივი 2-მა თორი დიდი ანგარიშით დაამარცხა

ლოკომოტივი 2-მა თორი დიდი ანგარიშით დაამარცხა
26/09/2017

ლოკომოტივი 2-მა თორი დიდი ანგარიშით დაამარცხა

რეგიონული ლიგის მე-15 ტურში, ლოკომოტივი 2-მა თორი დაამარცხა. 26 სექტემბერს, საგურამოს ბაზაზე გამართული დაპირისპირება ვლადიმერ ვაშაძის გუნდმა 6:1 მოიგო.

მთავარი გუნდიდან, ლოკო 2-ის შემადგენლობაში ითამაშა ვატო არველაძემ, რომელმაც ანგარიში გახსნა. 19 წლის ფორვარდმა, გოლი 34-ე წუთზე გაიტანა. ოთხ წუთში, თორის კარი მეორედ, ნიკოლოზ გაბრიჩიძემ აიღო.

49-ე წუთზე, ლაშა ოზბეთელაშვილმა გაიტანა. 54-ე წუთზე სტუმრებმა ერთი ბურთი გაქვითეს. თავი ბაქარ ბაქრაძემ გამოიჩინა.

57-ე წუთზე, შეცვლაზე შესულმა გიორგი კიკნაძემ თორის კარში მეოთხე გოლი გაიტანა. 86-ე და 90-ე წუთებზე, ოზბეთელაშვილმა და გაბრიჩიძემ მოახერხეს მეტოქის კარის აღება და მატჩის საბოლოო შედეგი დააფიქსირეს.

ვაშაძის გუნდი 15 ტურის შემდეგ მეორე ადგილზეა. ლოკომოტივი 2-ს 34 ქულა აქვს და ვარკეთილს 3 ქულით ჩამორთება.

ლოკომოტივი: შეროზია, დუმბაძე, ძებნიანური (კაპ), ცერცვაძე (გრძელიძე 55), ქებაძე, ლურსმანაშვილი, გაბრიჩიძე, ნანობაშვილი, არველაძე (კიკნაძე 46), წულეისკირი (კანდელაკი 46), ოზბეთელაშვილი

მთავარი მწვრთნელი: ვლადიმერ ვაშაძე

არბიტრი: აბდულა ბასლეჰლო (სირია)

more news