ლოკომოტივის 13 წლამდე გუნდმა ავაზას 8:1 მოუგო

ლოკომოტივის 13 წლამდე გუნდმა ავაზას 8:1 მოუგო
13/09/2017

ლოკომოტივის 13 წლამდე გუნდმა ავაზას 8:1 მოუგო

თენგიზ ბურჯანაძის სახელობის ტურნირზე, ლოკომოტივის აკადემიის 13 წლამდე გუნდმა ზედიზედ მესამე მატჩი მოიგო. გიორგი ჩიტაურის გუნდმა, რომელმაც ფინალში თამაშის უფლება ორი ტურის შემდეგ მოიპოვა, 14 სექტემბერს ავაზა 8:1 დაამარცხა.

 

ლოკომ მეტოქეს პირველ ტაიმში სამი გოლი გაუტანა. მე-10 წუთზე ანგარიში ლაშა კალანდაძემ გახსნა. მე-15 და მე-20 წუთებზე ავაზას დუბლი ქუჯი ბესელიამ შეუსრულა.

 

38-ე წუთზე სანდრო ღამბაშიძემ მეტოქის კარი კიდევ ერთხელ აიღო. 51-ე, 55-ე, 65-ე და 70-ე წუთებზე, შეცვლაზე შესულმა თეიმურაზ დევიძემ ავაზას ოთხი გოლი გაუტანა და მატჩის საბოლოო შედეგი დააფისქირა.

 

ავაზამ ერთადერთი გოლის გატანა 67-ე წუთზე მოახერხა. თავი ირაკლი ქადაგიშვილმა გამოიჩინა.

 

ფინალური მატჩი 15 სექტემბერს, გორში, თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე გაიმართება. ჩიტაურის გუნდი დინამო თბილისს დაუპირისპირდება.

 

ლოკომოტივი (U 13): საგინაშვილი, ხვიჩია, ჩოფიკაშვილი, ციკოლია, ჟღენტი, ნიკოლოზ სიბაშვილი (დევაძე 36), სარალიძე, კვარაცხელია, ღამბაშიძე, ბესელია, კალანდაძე

მთავარი მწვრთნელი: გიორგი ჩიტაური

 

არბიტრი: თორნიკე ხუბულური

more news