19 წლამდე ოქროს ლიგა - მარცხი საბურთალოსთან

19 წლამდე ოქროს ლიგა - მარცხი საბურთალოსთან
13/09/2017

19 წლამდე ოქროს ლიგა - მარცხი საბურთალოსთან

საქართველოს 19 წლამდე, ოქროს ლიგის მეორე ტურში, ლოკომოტივის აკადემიის გუნდი საბურთალოსთან დამარცხდა. 14 სექტემბერს, საგურამოს ბაზაზე გამართული დაპირისპირება ვასილ მაისურაძის გუნდმა 2:1 წააგო.

 

ანგარიში მე-13 წუთზე დავით კიკალიშვილმა გახსნა და ლოკომოტივი დააწინაურა. 22-ე წუთზე ივანე ოქროპირიძემ წონასწორობა აღადგინა. 75-ე წუთზე მანვე მეორე გოლი გაიტანა და მატჩის საბოლოო შედეგი დააფიქსირა.

 

ორი ტურის შემდეგ, მაისურაძის გუნდს სამი ქულა აქვს. ლოკომოტივის 19 წლამდე გუნდი მომდევნო მატჩს სტუმრად სამტრედიაში, 21 სექტემბერს გამართავს.

 

ლოკომოტივი (U 19): კვირიკაშვილი, კიკალიშვილი, ჭურღულაშვილი, ფიფია, ნიკოლეიშვილი, გოგია (ნანობაშვილი 46), სილაგაძე, ჯანაშია, ინჯგია (სპანდერაშვილი 62), ქიმერიძე (კაპ) (ობოლაძე 75), წულეისკირი

მთავარი მწვრთნელი: ვასილ მაისურაძე

 

არბიტრი: ბორის გლუშჩუკი (ქუთაისი)

more news