ლოკომოტივის აკადემიის ფეხბურთელები 18 წლამდე ნაკრებში

ლოკომოტივის აკადემიის ფეხბურთელები 18 წლამდე ნაკრებში
05/10/2017

ლოკომოტივის აკადემიის ფეხბურთელები 18 წლამდე ნაკრებში

თბილისის ლოკომოტივის აკადემიის 7 ფეხბურთელი საქართველოს 18 წლამდე ნაკრებშია მიწვეული. აღნიშნულ ასაკში, ახალგაზრდული ნაკრები პირველად ჩამოყალიბდა. გუნდის მთავარი მწვრთნელი გიორგი მიქაძეა.

18 წლამდე ნაკრებში, ლოკომოტივიდან გიორგი ანდრიაძე (მეკარე), ლუკა ჯაფარიძე (მცველი), ლუკა ჯანაშია, ზვიად გოგია, ლევან გრძელიძე (ნახევარმცველები), რევაზ ინჯგია, ლუკა ხარძიანი და თემო გაბუნია (თავდამსხმელები) მოხვდნენ.

გიორგი მიქაძის გუნდი შეკრებას სფფ-ის ტექნიკურ ცენტრ ბასაზე გაივლის. 7 ოქტომბერს, 18 წლამდე ნაკრები ეროვნული ლიგა 2-ის წევრ ცხინვალს დაუპირისპირდება.

more news