გიორგი კიკნაძის დუბლი - ლოკომოტივი 2-მა მესხეთი დაამარცხა
03/10/2017
გიორგი კიკნაძის დუბლი - ლოკომოტივი 2-მა მესხეთი დაამარცხა
რეგიონული ლიგის მე-16 ტურში, თბილისის ლოკომოტივი 2-მა სტუმრად მესხეთი დაამარცხა. ახალციხეში გამართული დაპირისპირება ვლადიმერ ვაშაძის გუნდმა 0:2 მოიგო.
მასპინძლებს დუბლი შეუსრულა გიორგი კიკნაძემ. 20 წლის ფორვარდმა, გოლები 65-ე და 72-ე წუთებზე გაიტანა.
16 ტურის შემდეგ, ლოკომოტივი 37 ქულით მეორე ადგილზეა. ვაშაძის გუნდი, მომდევნო მატჩს 12 ოქტომბერს, 35-ე საფეხბურთო სკოლის წინააღმდეგ გამართავს.
ლოკომოტივი: შეროზია, დუმბაძე, ძებნიაური, შალამბერიძე, მაღრაძე, მენთეშაშვილი (კანდელაკი 46), ნანობაშვილი (გობრონიძე 43), ლურსმანაშვილი, ოზბეთელაშვილი (მუზაშვილი 43), გაბრიჩიძე, კიკნაძე
მთავარი მწვრთნელი: ვლადიმერ ვაშაძე
არბიტრი: თორნიკე ხუბულური (გორი)