ლოკომოტივი 2 ვარკეთილთან დამარცხდა

ლოკომოტივი 2 ვარკეთილთან დამარცხდა
28/09/2023

ლოკომოტივი 2 ვარკეთილთან დამარცხდა

ეროვნული ლიგა 3-ის მე-20 ტურის შეხვედრა თბილისის ლოკომოტივი 2-მა დიღმის ოლიმპიური კომპლექსის სტადიონზე ვარკეთილის წინააღმდეგ ჩაატარა და 1:2 დამარცხდა.

 

მატჩი სტუმართა უპირატესობით დაიწყო და უკვე მე-11 წუთზე ჩვენი მეტოქე ზვიად ქანთარიას გოლით დაწინაურდა. ტაიმის მიწურულს ლოკო 2 გააქტიურდა და დავით გაბისონიამ წონასწორობა აღადგინა.

 

შეხევდრის მეორე ტაიმი გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა, შანსები ორივე გუნდს ჰქონდა, თუმცა გატანას ვერცერთი ახერხებდა. საბოლოოდ, მატჩის მიწურულს, 85-ე წუთზე თამაზ ლომსაძემ ჩვენს კარში მეორე გოლი გაიტანა და ვარკეთილმა 2:1 გაიმარჯვა.

 

ამჟამად ლოკო 2 ეროვნულ ლიგა 3-ში 27 ქულით მე-9 ადგილზეა. ჩვენი გუნდი მორიგ მატჩს 5 ოქტომბერს, მარაკანაზე, არაგვის წინააღმდეგ ჩაატარებს.

more news