ლოკომოტივის 14-წლამდელთა გუნდი ბათუმში ატეიტის თასზე ითამაშებს

ლოკომოტივის 14-წლამდელთა გუნდი ბათუმში ატეიტის თასზე ითამაშებს
23/08/2023

ლოკომოტივის 14-წლამდელთა გუნდი ბათუმში ატეიტის თასზე ითამაშებს

25 აგვისტოს ბათუმში ატეიტის საერთაშორისო ახალგაზრდული ტურნირი აიღებს სტარტს, რომელში მონაწილეობას ლოკომოტივის 14-წლამდელთა გუნდიც მიიღებს.

 

ტურნირში 5 ქვეყნის 80-ზე მეტი საფეხბურთო გუნდი ჩაერთვება, ხოლო საერთო ჯამში გათამაშებაში 1000-ზე მეტი ბავშვი იასპარეზებს.

 

2009 წელს დაბადებულ ბავშვებს შორის ლოკომოტივი B ჯგუფში მოხვდა, სადაც ასევე ითამაშებენ უზბეკური ჯეირანი, ნორჩი დინამო თბილისი და ინტერ თბილისი.

 

25 აგვისტოს ლოკო დილის 11 საათზე ჯეირანს, ხოლო 18:00-ზე - ინტერს შეხვდება. 26 აგვისტოს, 12:00 საათზე კი ნორჩ დინამოს დაუპირისპირდება. ყველა მატჩი ანგისას სტადიონზეა დაგეგმილი. ჯგუფიდან გასვლის შემთხვევაში, ჩვენი გუნდი პლეი ოფში გააგრძელებს ბრძოლას.

 

more news