შესარჩევი ვარჯიშები 2003 წელს დაბადებულ ფეხბურთელებს შორის

შესარჩევი ვარჯიშები 2003 წელს დაბადებულ ფეხბურთელებს შორის
12/06/2017

შესარჩევი ვარჯიშები 2003 წელს დაბადებულ ფეხბურთელებს შორის

თბილისის ლოკომოტივის აკადემია იწყებს შესარჩევ ვარჯიშებს, 2003 წელს დაბადებულ ფეხბურთელებს შორის.

 

24 და 25 ივნისს, საგურამოს ბაზაზე ორი შესარჩევი ვარჯიში ჩატარდება.

 

ლოკომოტივის აკადემიაში მოსახვედრად, აუცილებელია, ფეხბურთელმა კლუბის ოფიციალურ ვებგვედზე სარეგისტრაციო ფორმა შეავსოს.

 

შესარჩევ ვარჯიშებამდე და ვარჯიშების შემდეგ, ფეხბურთელებს, ლოკომოტივის ავტობუსი მოემსახურება.

 

აკადემიის მწვრთნელების მიერ შერჩეული ფეხბურთელები, ლოკომოტივის 15 წლამდე გუნდში მოხვდებიან.

 

გუნდის მთავარი მწვრთნელი ვასილ მაისურაძეა. აღნიშნულ ასაკში, ლოკომოტივის ასაკობრივი გუნდი, საქართველოს 15 წლამდე ლიგის ჩემპიონატში იღებს მონაწილეობას.

more news