თენგიზ ბურჯანაძის სახელობის ტურნირი: ლოკოს 13 წლამდე გუნდი ფინალშია

თენგიზ ბურჯანაძის სახელობის ტურნირი: ლოკოს 13 წლამდე გუნდი ფინალშია
11/09/2018

თენგიზ ბურჯანაძის სახელობის ტურნირი: ლოკოს 13 წლამდე გუნდი ფინალშია

თენგიზ ბურჯანაძის სახელობის ტურნირზე, თბილისის ლოკომოტივის აკადემიის 13 წლამდე გუნდმა ფინალურ მატჩში თამაშის უფლება მოიპოვა.

ლუკა ხომასურიძისა და პაატა გოცირიძის გაწვრთნილებმა 10,11 და 12 სექტემბერს ჯგუფური ეტაპის სამი მატჩი გამართეს.

10 სექტემბერს, ლოკომ გორი 2 დაამარცხა. მოწინააღმდეგის კარში გოლები ლუკა ბაჩილავამ და საბა კოპალეიშვილმა გაიტანეს.

ჯგუფის მეორე მატჩის, 11 სექტემბერს, ლოკომოტივი ავაზასთან 2-1 დამარცხდა. ერთადერთი გოლი თორნიკე თამაზაშვილმა გაიტანა.

ფინალში გასასვლელად, ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩში, რუსთავის წინააღმდეგ ლოკომოტივს მინიმუმ ორბურთიანი სხვაობით უნდა მოეგო. 12 სექტემბერს გამართული მატჩი ლოკომ 5-1 მოიგო და ფინალში ითამაშებს.

რუსთაველებს ორ-ორი გოლი დავით ბოლოთაშვილმა და ელთუნ ნურიევმა გაუტანეს, ერთი გოლი ანდრია ქადარიას ანგარიშზეა.

ფინალური მატჩი 13 სექტემბერს, თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე, 19:00 საათზე გაიმართება.

more news