35-ე ტურში სპაერს ვესტუმრებით
35-ე ტურში სპაერს ვესტუმრებით
ეროვნული ლიგა 2-ის 35-ე ტურში ლოკო სპაერს ესტუმრება. მატჩი ხვალ, 29 ნოემბერს სპაერის სტადიონზე 18:00 საათზე დაიწყება.
34 ტურის შემდეგ ლოკოს ანგარიშზე 39 ქულაა, ფლეი-აუტის ზონაში ვართ, გასავარნდ ზონას 2 ქულით ვუსწრებთ.
მიმდინარე სეზონში სპაერის წინააღმდეგ სამჯერ ვითამაშეთ. მე-8 ტურში ლოკო-სპაერი 1:1 დასრულდა. 38-ე წუთზე საბა გეგიაძემ ანგარიში გახსნა, 67-ე წუთზე ლაშა მენთეშაშვილის ზუსტად შესრულებული პენალტით წონასწორობა აღდგა.
მე-17 ტურში სპაერმა შინ ლოკოს 3:1 მოუგო. 31-ე წუთზე მსაჯმა ჩვენი გუნდის ფეხბურთელი ლუკა მეტრეველი მოედნიდან გააძევა და რიცხვობრივ უმცირესობაში აღმოვჩნდით. მასპინძელთაგან გოლები საბა გეგიაძის, სიენდა მატენჯვასა და ზურაბ გოლუბიანის ანგარიშზეა. 81-ე წუთზე არბიტრმა სპაერის მოთამაშე ცოტნე ჩოთალიშვილი გააძევა. მეორე დამატებულ წუთზე ფრენკ ჩილეშეს საგოლე პასის შემდეგ დენის ამოაკომ სპაერის კარი აიღო.
26-ე ტურში თბილისის ლოკომოტივი შინ სპაერთან 0:3 დამარცხდა. სტუმართა მხრიდან გოლები ზაქარია ბასილაშვილის, ნიკოლოზ კენჭაძისა და ლევან კობახიძის ანგარიშზეა.