ეროვნული ლიგა 2-ის მე-5 ტურის მატჩს ლოკო ბოლნისის სიონთან ჩაატარებს

ეროვნული ლიგა 2-ის მე-5 ტურის მატჩს ლოკო ბოლნისის სიონთან ჩაატარებს
05/04/2024

ეროვნული ლიგა 2-ის მე-5 ტურის მატჩს ლოკო ბოლნისის სიონთან ჩაატარებს

თბილისის ლოკომოტივი ეროვნული ლიგა 2-ის მე-5 ტურის შეხვედრისთვის ემზადება, რომელსაც სტუმრად ბოლნისის სიონის წინააღმდეგ ჩაატარებს.

 

მე-4 ტურში ჩვენმა გუნდმა შტურმთან ფრედ, 1:1 ითამაშა, ხოლო მოწინააღმდეგემ, ბოლნისის სიონმა თავისი მატჩი სტუმრად ხობის კოლხეთთან ნულოვანი ფრით დაასრულა.

 

გასულ სეზონში ლოკოსა და სიონს შორის 4 დაპირისპირება შედგა. ჩვენმა გუნდმა ერთხელ გაიმარჯვა, ხოლო სამჯერ მოგება ბოლნისელ ფეხბურთელებს დარჩათ.

 

აღსანიშნავია, რომ ლოკომოტივმა მომავალ მეტოქესთან სეზონის წინ, მოსამზადებელ ეტაპზეც ითამაშა. ის შეხვედრა 2:1 მოვიგეთ. სიონის კარში გოლების გატანა ნიკოლოზ ბაშელეიშვილმა და ბიძინა მახარობლიძემ მოახერხეს.

 

ეროვნული ლიგა 2-ის მე-5 ტურის მატჩი 6 აპრილს, „თამაზ სტეფანიას“ სახელობის სტადიონზე 16:00 საათზე დაიწყება.

 

ეროვნული ლიგა 2, მე-5 ტური:

 

სიონი - ლოკომოტივი
რუსთავი - ხობის კოლხეთი
ვინ ჯორჯია - არაგვი
დინამო თბილისი 2 - სპაერი
შტურმი - გარეჯი

 

more news