ეროვნული ლიგა 2-ის პლეი აუტში ლოკომოტივი რუსთავს შეხვდება

ეროვნული ლიგა 2-ის პლეი აუტში ლოკომოტივი რუსთავს შეხვდება
03/12/2023

ეროვნული ლიგა 2-ის პლეი აუტში ლოკომოტივი რუსთავს შეხვდება

თბილისის ლოკომოტივმა ეროვნული ლიგა 2-ის 2023 წლის სეზონი ოფიციალურად დაასრულა და ახლა რევაზ გოცირიძის გუნდი ლიგაში ადგილის შესანარჩუნებლად პლეი აუტში ითამაშებს.

 

ლოკომ სეზონში 40 ქულა დააგროვა და გათამაშების ცხრილში ასპარეზობა მე-8 ადგილზე დაასრულა. თავის მხრივ, რუსთავმა ეროვნულ ლიგა 3-ში მე-3 ადგილი დაიკავა.

 

ლოკომოტივი და რუსთავი ეროვნული ლიგა 2-ში ადგილის მოსაპოვებლად ერთმანეთს ორმატჩიან დაპირისპირებაში შეხვდებიან.

 

პირველ მატჩს ჩვენი გუნდი სამშაბათს, 5 დეკემბერს მიხეილ მესხი 2-ზე 18:00 საათზე გამართავს. განმეორებითი შეხვედრა რუსთავის ფოლადის სტადიონზე შაბათს, 9 დეკემბერს, 13:00 საათზეა დაგეგმილი.

 

ეროვნული ლიგა 2 I პლეი აუტი:

 

ლოკომოტივი - რუსთავი I 5 დეკემბერი, 18:00
რუსთავი - ლოკომოტივი I 9 დეკემბერი, 13:00

more news