ეროვნული ლიგა: ლოკომოტივი 0-1 ტორპედო

ეროვნული ლიგა: ლოკომოტივი 0-1 ტორპედო
28/10/2018

ეროვნული ლიგა: ლოკომოტივი 0-1 ტორპედო

ეროვნული ლიგის 30-ე ტურში, თბილისის ლოკომოტივი ქუთაისის ტორპედოსთან დამარცხდა. 28 ოქტომბერს, მიხეილ მესხის სათადარიგო მოედანზე გამართული მატჩი, სტუმრებმა მინიმალური ანგარიშით მოიგეს.

პირველი ნახევარი ტორპედოს უპირატესობით წარიმართა და გამარჯვების გოლიც პირველივე ტაიმში გავიდა.

31-ე წუთზე, რევაზ თევდორაძის კარი გიორგი ქიმაძემ აიღო და საკუთარ გუნდს 3 ქულა მოაპოვებინა.

30 ტურის შემდეგ, ლაშა ჭაღიაშვილის გუნდს 33 ქულა აქვს და მე-6 ადგილზეა. მომდევნო მატჩს ლოკო ჩიხურას წინააღმდეგ, 2 ნოემბერს, საჩხერეში გამართავს.

ლოკომოტივი: თევდორაძე, უბილავა (კაპ), ქურდაძე, ნ.ჭანტურია, გაბაძე, სამურკასოვი, შონია, არდაზიშვილი (ინჯგია 74), კობახიძე (კომახიძე 24), დავითაშვილი, ჯიქია (გავაშელიშვილი 58)

მთავარი მწვრთნელი: ლაშა ჭაღიაშვილი

გაფრთხილება: ნ.ჭანტურია (25), კომახიძე (69, 88)

გაძევება: კომახიძე (88)

არბიტრი: გ.ავაზაშვილი

more news