საქართველო 7-0 ლიხტენშტაინი: ზურიკო დავითაშვილის გოლი

საქართველო 7-0 ლიხტენშტაინი: ზურიკო დავითაშვილის გოლი
14/11/2018

საქართველო 7-0 ლიხტენშტაინი: ზურიკო დავითაშვილის გოლი

ევროპის 19 წლამდე ჩემპიონატის, საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში, საქართველოს 19 წლამდე ნაკრებმა ლიხტენშტაინი დაამარცხა. 14 ნოემბერს, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გამართული მატჩი, ქართველმა ფეხბურთელებმა 7-0 მოიგეს.

ანგარიში მე-18 წუთზე, ლოკომოტივის ნახევარმცველმა ზურიკო დავითაშვილმა გახსნა.

ლიხტენშტაინს ჰეთთრიკი გიორგი გულიაშვილმა შეუსრულა. ხვიჩა კვარაცხელიამ, თამაზ ბაბუნაძემ და გიორგი ივანიაძემ თითო გოლი გაიტანეს.

56-ე წუთზე, თამაშში ლოკომოტივის 19 წლამდე გუნდის ფორვარდი რევაზ ინჯგია ჩაერთო, მან ჰეთთრიკის ავტორი გულიაშვილი შეცვალა.

საქართველოს ნაკრები მეორე მატჩს 17 ნოემბერს, აზერბაიჯანის 19 წლამდე გუნდის წინააღმდეგ გამართავს. მატჩი მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე 17:00 საათზე გაიმართება.

more news