გიორგი ჭიაბრიშვილი: ხვალ წნეხის გარეშე ვითამაშებთ

გიორგი ჭიაბრიშვილი: ხვალ წნეხის გარეშე ვითამაშებთ
26/08/2020

გიორგი ჭიაბრიშვილი: ხვალ წნეხის გარეშე ვითამაშებთ

27 აგვისტოს, ევროპა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე, თბილისის ლოკომოტივი უნივერსიტატეა კრაიოვას მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე დაუპირისპირდება. მატჩი საღამოს 21:00 საათზე დაიწყება და პირდაპირი რეპორტაჟის ნახვას სილქ უნივერსალზე შეძლებთ.

 

მატჩის წინა დღეს, ოფიციალურ პრესკონფერენციაზე მედიის შეკითხვებს ლოკომოტივის მთავარმა მწვრთნელმა - გიორგი ჭიაბრიშვილმა და ფეხბურთელმა - სანდრო გურეშიძემ უპასუხეს.

 

გიორგი ჭიაბრიშვილი: „გუნდი ჩვეულ რეჟიმში ემზადება და ფეხბურთელების უმრავლესობა ჯანმრთელადაა. ფაქტია, რომ ოთხი სავარაუდო მეტოქიდან ყველაზე ძლიერი შეგვხვდა და ეს ცუდი ნამდვილად არაა, რადგან ჩვენი გუნდისთვის გამოწვევაა და ერთგვარი ტესტი, რომ ვნახოთ, რა დონეზე ვართ ახლა.

 

მეტოქე საფუძვლიანად შევისწავლეთ და გვქონდა იმის დრო, რომ ჩვენი ფეხბურთელებისთვის ყველანაირი ინფორმაცია დეტალურად მიგვეწოდებინა. ახლა, მთავარია, რა იქნება მოედანზე და როგორ შევძლებთ ჩვენი ტაქტიკური მონახაზის შესრულებას.

 

ხვალ წნეხის გარეშე ვითამაშებთ. დიდ პასუხისმგებლობას ვგრძნობთ გუნდის თითოეული წევრი და ყოველდღიურად ვმუშაობთ, რომ ჩვენი თამაშის ხარისხი ავამაღლოთ.“

more news