გიორგი დევდარიანმა თურქული შეკრება შეაფასა (ვიდეო)

გიორგი დევდარიანმა თურქული შეკრება შეაფასა (ვიდეო)
27/02/2017

გიორგი დევდარიანმა თურქული შეკრება შეაფასა (ვიდეო)

თბილისის ლოკომოტივის მთავარმა მწვრთნელმა გიორგი დევდარიანმა თურქული შეკრება შეაფასა. ლოკომოტივმა, ქალაქ სიდეში 16 დღე გაატარა და ხუთი ამხანაგური მატჩი გამართა. ჩვენმა გუნდი დანიურ ჰელსინგორს, უკრაინულ დნიპროს, ყაზახურ ქაისარს, პოლონურ კატოვიცესა და მინსკის დინამოს დაუპირისპირდა. 5 მატჩიდან, ლოკომოტივმა 4 მოიგო და მხოლოდ ქაისართან დამარცხდა.

''ეს ჩემი პირველი მოსამზადებელია გუნდთან ერთად. მეტნაკლებად მომეცა საშუალება, ის ფეხბურთელები მომეყვანა გუნდში, ვისაც წლებია ვიცნობ და ვისი ნდობაც მაქვს. ასევე, ის ახალგაზრდები, ვისთან ერთადაც წელიწადნახევარი ვიმუშავე 19 წლამდე გუნდში. კარგია რომ მოგვეცა შეკრების და საკუთარი თამაშის დაყენების საშუალება.

რა თქმა უნდა შეკრებაზე მოგება გადამწყვეტი არ არის, თუმცა მაინც ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ეს გუნდში თავდაჯერებასა და ფსიქოლოგიურ განწყობას ძალიან ამაღლებს. ჩვენც შესაბამისად, ძალიან ამაღლებული განწყობით და მგონია რომ არცთუ ცუდად დაყენებული თამაშით, შევხვდებით ეროვნულ ჩემპიონატს.'' - ამბობს დევდარიანი.

ჩვენი გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, ეროვნული ლიგის დაწყების წინ, ფეხბურთელების მდგომარეობაც შეაფასა.

''ხუთი ძალიან დაძაბული თამაშის შემდეგ, ჩვენ თბილისში ვბრუნდებით ისე რომ არცერთ ფეხბურთელს ტრავმა არ მიუღია და ეს მეტყველებს იმაზე, რომ ძალიან კარგი სამუშაო ჩატარდა. 

თურქეთში გატარებული 16 დღე, მე ვთვლი რომ საკმაოდ ნაყოფიერი იყო. ვფიქრობ ლოკომოტივს შესწევს ძალა, რომ ნებისმიერი ქართული და არა მარტო ქართული გუნდისთვის ძალიან ღირსეული მოწინააღმდეგე იყოს.'' - თქვა ლოკომოტივის მთავარმა მწვრთნელმა.

more news