გიორგი გაბაძემ გუნდთან ერთად ვარჯიში დაიწყო

გიორგი გაბაძემ გუნდთან ერთად ვარჯიში დაიწყო
06/06/2019

გიორგი გაბაძემ გუნდთან ერთად ვარჯიში დაიწყო

თბილისის „ლოკომოტივის“ მცველი - გიორგი გაბაძე უკვე გუნდთან ერთად ვარჯიშობს და საწვრთნელ პროცესში სრულფასოვნადაა ჩართული.

 

მიმდინარე სეზონში, გაბაძეს ეროვნულ ლიგაში არ უთამაშია, რადგან ტრავმა, სწორედ, ჩემპიონატის დაწყების წინ მიიღო. ლოკოს მცველი გუნდის ესპანურ შეკრებაზე, ბოლო ამხანაგურ მატჩში დაშავდა. კოჭის ტრავმა სერიოზული აღმოჩნდა და ფეხბურთელს თითქმის 3 თვე გაუცდა. მკურნალობის ხანგრძლივი პროცედურების შემდეგ, გიორგი გაბაძე რეაბილიტაციის პროცესს კლუბის ფიზმომზადების მწვრთნელთან - რიკარდო დე ვივოსთან გადიოდა.

 

„ძალიან ბედნიერი ვარ, რომ სამთვიანი პაუზის შემდეგ დავბრუნდი და უკვე გუნდთან ერთად სრული დატვირთვით ვვარჯიშობ. ერთი სული მქონდა, რეაბილიტაციის პროცესი მალე დამესრულებინა. მინდა, მალე შევიდე ფორმაში, რომ გუნდს კვლავ დავეხმარო და ჩვენს წარმატებაში ჩემი წვლილიც შევიტანო“ - ამბობს გაბაძე.

more news