იოანე ტაბატაძე: "ლოკომოტივის შემადგენლობაში დებიუტით ძალიან ბედნიერი ვარ"

იოანე ტაბატაძე: "ლოკომოტივის შემადგენლობაში დებიუტით ძალიან ბედნიერი ვარ"
14/09/2023

იოანე ტაბატაძე: "ლოკომოტივის შემადგენლობაში დებიუტით ძალიან ბედნიერი ვარ"

ეროვნული ლიგა 2-ის 26-ე ტურში თბილისის ლოკომოტივმა ფოთის კოლხეთი 1913-თთან მიხეილ მესხი 2-ზე ფრედ, 1:1 ითამაშა.

 

აღნიშნულ შეხვედრაში ლოკოს შემადგენლობაში 18 წლის იოანე ტაბატაძის დებიუტი შედგა, რომელიც ჩვენი გუნდის აღზრდილია და 10 წლიდან ლოკომოტივის აკადემიაში ირიცხება.

 

იოანე მოედანზე 76-ე წუთზე შევიდა, მან ფრენკ ჩილეშე ჩაანაცვლა, რომელიც ასევე სადებიუტო მატჩს ატარებდა თბილისური გუნდის შემადგენლობაში. შეხვედრის შემდეგ იოანემ განაცხადა, რომ დებიუტით უბედნიერესია და მომავალში თავისი შესაძლებლობების მაქსიმუმის გამოვლენას აპირებს.

 

"დაძაბული შეხვედრა გამოვიდა. ჩემი დებიუტით ლოკოს შემადგენლობაში უბედნიერესი ვარ. მუშაობას გავაგრძელებ, მსურს მომავალში ჩემი შესაძლებლობების მაქსიმუმი გამოვავლინო", - ამბობს იოანე ტაბატაძე.

more news