კიდევ ერთი მარცხი ეროვნულ ლიგაში — ლოკო ქუთაისის ტორპედოსთან დამარცხდა.

კიდევ ერთი მარცხი ეროვნულ ლიგაში — ლოკო ქუთაისის ტორპედოსთან დამარცხდა.
23/08/2022

კიდევ ერთი მარცხი ეროვნულ ლიგაში — ლოკო ქუთაისის ტორპედოსთან დამარცხდა.

21 აგვისტოს, ეროვნული ლიგის 22-ე ტურში, თბილისის ლოკომოტივი სტუმრად ქუთაისის ტორპედოს დაუპირისპირდა.

 

მატჩი გარდამავალი უპირატესობით დაიწყო. ანგარიშის გახსნა ლოკომ მოახერხა. გათამაშებული კუთხურის შემდეგ, ლოკომოტივის ახალწვეულმა, ლიბან აბდულაჰიმ საჯარიმოში, ანდრო გიორგაძე შენიშნა და პასიც არ დაუგვიანა, მანაც თავური დარტყმით აიღო ტორპედოს კარი.

 

სამწუხაროდ, ლოკომოტივისთვის ეს უკანასკნელი გოლი აღმოჩნდა ამ მატჩში. მასპინძლებმა გაშვებულის გოლის შემდეგ ინიციატივა იგდეს ხელთ და საკუთარი შანსების რეალიზება მოახდინეს. ლოკოს ჰქონდა რამდენიმე მწვავე კონტრშეტევა, თუმცა მეტის გატანა ვერ შეძლო. საბოლოოდ მატჩი ქუთაისელების გამარჯვებით დასრულდა, ანაგრიშით 3:1.

more news