მახარობლიძის დუბლი და გადარჩენილი ქულა გორის დილასთან

მახარობლიძის დუბლი და გადარჩენილი ქულა გორის დილასთან
05/09/2022

მახარობლიძის დუბლი და გადარჩენილი ქულა გორის დილასთან

ეროვნული ლიგის 25-ე ტურში, ლოკომოტივმა, საგურამოში გორის დილას უმასპინძლა. მატჩი სტუმართა უპირატესობით დაიწყო, რაც მალევე ანგარიშში აისახა. პირველი ნახევრის ბოლოს სტუმრები ლოკოს ორ ბურთიანი სხვაობით ამარცხებდნენ.

 

მეორე ნახევარში ლოკომოტივი რადიკალურად სახეცვლილი ვიხილეთ. ჯონ ვან ლუნის გუნდმა აქცენტი ბურთის კონტროლზე გააკეთა, მიუხედავად იმისა, რომ გორის დილას ჰქონდა რამდენიმე მწვავე მომენტი მეორე ნახევარში გატანას მხოლოდ ლოკო ახერხებდა. ბიძინა მახარობლიძის დუბლის წყალობით ლოკომ თამაშის გადარჩენა შეძლო, საბოლოოდ 2:2.

more news