ლოკომოტივი ზამთრის თასის ფინალშია

ლოკომოტივი ზამთრის თასის ფინალშია
14/01/2018

ლოკომოტივი ზამთრის თასის ფინალშია

თბილისის ლოკომოტივი დავით პეტრიაშვილის სახელობის, ზამთრის თასის ფინალში ითამაშებს. ლაშა ჭაღიაშვილის გუნდმა, ნახევარფინალში ვიტ-ჯორჯია 5:2 დაამარცხა.

მეტოქის კარში გოლები დავით უბილავამ, დავით ჯიქიამ, ლაშა გვალიამ, სანდრო შეწირულმა და გიორგი კიკნაძემ გაიტანეს.

ფინალურ მატჩში, ლოკომოტივი შევარდენი 1906-ს დაუპირისპირდება. მატჩი თბილისის ოლიმპიურ სასახლეში, 19:00 საათზე გაიმართება.

სასტარტო შემადგენლობა: შეროზია, უბილავა (კაპ), ქურდაძე, გვალია, შონია, ჯიქია

შეცვლაზე შევიდნენ: კიკაბიძე, ანდრონიკაშვილი, შეწირული, კიკნაძე, გაბაძე, ოზბეთელაშვილი

more news