ლოკომ ესპანური შეკრება მოგებით დაასრულა

ლოკომ ესპანური შეკრება მოგებით დაასრულა
19/02/2021

ლოკომ ესპანური შეკრება მოგებით დაასრულა

19 თებერვალს, გიბრალტარის ლინკოლნთან ტესტ-მატჩით, ლოკომოტივმა მარბელაში საწვრთნელი შეკრება დაასრულა. თბილისელები სამშობლოში ბრუნდებიან.

 

18 თებერვალს, გია ჭიაბრიშვილის გუნდი, ესპანეთის სეგუნდა B-ს წარმომადგენელს - რეალ ლინენსეს დაუპირისპირდა და მატჩი ანგარიშით 1:4 დათმო. ლოკომოტიველთაგან, ეს ერთი გოლი გიორგი იაკობიძის ანგარიშზეა, რომელმაც მეტოქის კარის აღება, მატჩის მიწურულს შეძლო.

 

რაც შეეხება შეკრების დასკვნით მატჩს, ამ დღეს, ლოკომოტივის მთავარმა მწვრთნელმა ფეხბურთელების ნაწილს დასვენების საშუალება მისცა. გიბრალტარის მრავალგზის ჩემპიონი მოედანზე საბრძოლო შემადგენლობით გამოვიდა. სრული სათამაშო დროის 90 პროცენტი, ბურთს ლოკომოტივი აკონტროლებდა. გიბრალტარელებმა კი, გოლების გატანა კონტრშეტევებიდან შეძლეს.

ლოკომოტივი 3:2 ლინკოლნი (1:1)

 

ლოკომოტივი: მამარდაშვილი, სანდოხაძე, გურეშიძე, ბუიღლიშვილი, მჭედლიშვილი, ქველაძე, დარცმელია, სამურკასოვი (C), იმრანი, ჭიაბრიშვილი, იაკობიძე

 

შეცვლაზე შევიდნენ: ანდრონიკაშვილი, გავაშელიშვილი, მუკბანიანი, ზოსიაშვილი

 

ლინკოლნი: ლოლო, სკოტი, ჯეკი, ბერნარდო, ტოსკანო, კიანი, ალექსი, კარლოსი, ლუკე, ლი, სანი

 

შეცვლაზე შევიდნენ: როი, ბრიტო, მუსი, დიეგო, კუმბესი, კარა, თიჯეი, კიკე

 

გოლები: ჭიაბრიშვილი (27), სამურკასოვი (46), გავაშელიშვილი (77)

more news