ლოკომ მარიუპოლი სიხარულიძის დუბლით დაამარცხა

ლოკომ მარიუპოლი სიხარულიძის დუბლით დაამარცხა
13/02/2020

ლოკომ მარიუპოლი სიხარულიძის დუბლით დაამარცხა

თურქეთის ქალაქ სიდეში, საწვრთნელ შეკრებაზე მყოფმა „ლოკომოტივმა“, მეორე ტესტ-მატჩში უკრაინული მარიუპოლი ირაკლი სიხარულიძის დუბლით - 2:1 დაამარცხა.

 

პირველი გოლი, ლევან კორღალიძის გუნდმა საკუთარ კარში მატჩის საწყის წუთებშივე მიიღო. თუმცა, ამის შემდეგ, თბილისელებმა თამაში დაალაგეს და ირაკლი სიხარულიძემ ორჯერ შეძლო მეტოქის კარის აღება.

 

შეგახსენებთ, რომ პირველ მატჩში, „ლოკომოტივი“ დანიურ „ფრედერიციასთან“ მინიმალური ანგარიშით - 0:1 დამარცხდა.

 

მომდევნო შეხვედრას ლოკო 16 თებერვალს, თურქმენული „შაგადამის“ წინააღმდეგ, ბელეკში გამართავს.

 

ლოკომოტივი 2:1 მარიუპოლი

 

ლოკომოტივი: შეროზია, გურეშიძე, ჭანტურია, გაბაძე, უბილავა, ძებნიაური, შონია, დარცმელია, კობახიძე, ინჯგია, სიხარულიძე

 

შეცვლაზე შევიდნენ: მამარდაშვილი, დ.კირკიტაძე, იმრან

more news