ლოკომ საბურთალოს დერბი მოუგო

ლოკომ საბურთალოს დერბი მოუგო
24/06/2021

ლოკომ საბურთალოს დერბი მოუგო

მიხეილ მესხზე გამართული თბილისური დერბის პირველი ტაიმის შემყურე, ვერავინ იფიქრებდა თუ ამ მატჩში 3 გოლი გავიდოდა. აქედან ორი, ლოკომოტიველებმა გაიტანეს და სატურნირო ცხრილში მესამე ადგილზე აინაცვლეს.

 

საბურთალოს კარში, გამარჯვების გოლი 89-ე წუთზე, შეცვლაზე შესულმა რატი მჭედლიშვილმა გაიტანა და განსაკუთრებულადაც აღნიშნა. ერთი, რომ საკუთარ გუნდს უმნიშვნელოვანესი 3 ქულა მოუტანა და მეორე - 19 წლის მჭედლიშვილისთვის, ეს ეროვნულ ლიგაში გატანილი პირველი გოლია.

 

მაშინ, როცა შესვენებაზე გასასვლელად ყველა მსაჯის სასტვენს ელოდებოდა, ლოკომოტიველების კარგი კომბინაცია გოლით ირაკლი სიხარულიძემ დაასრულა და გიორგი ჭიაბრიშვილის გუნდი გასახდელში ერთბურთიანი უპირატესობით გავიდა.

 

თუმცა, მამარდაშვილის კარში გოლი მეორე ტაიმის საწყის წუთებშივე გავიდა. 47-ე წუთზე, წონასწორობა გიორგი გოჩოლეიშვილმა აღადგინა.

 

ყველაფერი ისეთი სცენარით მიდიოდა, რომ ფრე ლოგიკურ შედეგად მოჩნდა, თუმცა, 89-ე წუთზე, შეტევებით გართულ საბურთალოელებს კონტრშეტევა გაეპარათ. ირაკლი ჭიაბრიშვილის სწრაფი დრიბლინგი საჯარიმოში გაკეთებული პასით დასრულდა, რომლის ჩაჭრა მცველმა სცადა და მისგან ასხლეტილი ბურთი რატი მჭედლიშვილს მიუვიდა... დანარჩენი, დასაწყისში უკვე მოგიყევით.

2:1 და ლოკომოტივმა აქტივში უმნიშვნელოვანესი 3 ქულა ჩაიწერა, საბურთალოს 2 ქულით გადაასწრო და სატურნირო ცხრილის მესამე ადგილზე აინაცვლა.

 

 

 

 

საბურთალო 1:2 ლოკომოტივი (0:1)

 

ლოკომოტივი: მამარდაშვილი, სანდოხაძე, ანდრონიკაშვილი (ჭიაბრიშვილი 84), გაბაძე (მჭედლიშვილი 78), უბილავა (C), შონია, დარცმელია, სამურკასოვი (გავაშელიშვილი 84), კირკიტაძე (კახაბრიშვილი 87), იმრანი, სიხარულიძე

 

გოლები: სიხარულიძე (45+1), მჭედლიშვილი (89)

 

გაფრთხილება: დარცმელია, შონია, გაბაძე

 

მთ.მწვრთნელი - გიორგი ჭიაბრიშვილი

more news