ლოკომ სეზონის მეორე ნახევრისთვის მოსამზადებელ ეტაპზე 5 ამხანაგური მატჩი დაგეგმა

ლოკომ სეზონის მეორე ნახევრისთვის მოსამზადებელ ეტაპზე 5 ამხანაგური მატჩი დაგეგმა
09/06/2024

ლოკომ სეზონის მეორე ნახევრისთვის მოსამზადებელ ეტაპზე 5 ამხანაგური მატჩი დაგეგმა

თბილისის ლოკომოტივმა 2024 წლის სეზონის მეორე ნახევრისთვის 5 ამხანაგური მატჩი დაგეგმა.

 

ჩვენი გუნდი მზადებას 6 ივლისს გორის დილასთან შეხვედრით დაიწყებს, ხოლო ბოლო ამხანაგურს 16 ივლისს ბოლნისის სიონთან ჩაატარებს.

 

20 ივლისს ლოკომოტივი საქართველოს დავით ყიფიანის თასის 1/16 ფინალში ბორჯომს დაუპირისპირდება. რაც შეეხება ეროვნულ ლიგა 2-ს, 31 ივლისს ჩვენი გუნდი არაგვს შეხვდება.

 

ამხანაგური მატჩების განრიგი:

 

6 ივლისი: ლოკომოტივი-დილა
10 ივლისი: ლოკომოტივი-გაგრა
11 ივლისი: ლოკომოტივი-დინამო თბილისი 2
15 ივლისი: ლოკომოტივი-თელავი
16 ივლისი: ლოკომოტივი-სიონი

more news