ლოკომოტივი ფოთის კოლხეთთან თამაშისთვის ემზადება

ლოკომოტივი ფოთის კოლხეთთან თამაშისთვის ემზადება
13/09/2023

ლოკომოტივი ფოთის კოლხეთთან თამაშისთვის ემზადება

თბილისის ლოკომოტივი ფოთის კოლხეთი 1913-თან სათამაშოდ ემზადება. საშინაო შეხვედრას ლოკო ეროვნული ლიგა 2-ის ეგიდით 15 სექტემბერს, 19:00 საათზე ჩაატარებს.

 

სანაკრებო პაუზის დროს თბილისის ლოკომოტივმა ორი ამხანაგური შეხვედრა ჩაატარა ეროვნული ლიგის გუნდებთან. ჩვენმა გუნდმა თელავთან 2:2 ითამაშა, ხოლო გაგრასთან - 1:1.

 

თელავთან შეხვედრაში დუბლის შესრულება ლოკოს ზამბიელმა ლეგიონერმა, ბონიმ მოახერხა, ხოლო გაგრას კარი ბიძინა მახორობლიძემ აიღო. ამ მატჩში პენალტი მოიგერია სოსო კოპალიანმა.

 

ჩვენი მეტოქე ფოთის კოლხეთი სეზონის მეორე ნაწილს შესანიშნავ ფორმაში შეხვდა. ამჯამად ფოთელებს 51 ქულა აქვთ და გათამაშების ცხრილში მეორე ადგილზე იმყოფებიან. გუნდმა ბოლო 5 ოფიციალური მატჩიდან 4 მოიგო და 1 ფრედ დაასრულა.

 

მიმდინარე სეზონში ლოკომ და ფოთის კოლხეთი 1913-მა ერთმანეთთან ორი მატჩი გამართეს და ორივეში გამარჯვება მეტოქეს დარჩა. 21 აპრილს 0:1 წავაგეთ, ხოლო 4 ივნისს - 1:2. ამ მატჩში ლოკომოტივის მხრიდან გოლის გატანა ლაშა მენთაშაშვილმა შეძლო.

 

ლოკოსა და ფოთის კოლხეთის შეხვედრა მიხეილ მესხი 2-ზე 15 სექტემბერს, 19:00 საათზე დაიწყება და მასზე დასწრება თავისუფალია.

more news