ლოკომოტივი რუსთავთან პლეი აუტის პირველი შეხვედრისთვის ემზადება

ლოკომოტივი რუსთავთან პლეი აუტის პირველი შეხვედრისთვის ემზადება
04/12/2023

ლოკომოტივი რუსთავთან პლეი აუტის პირველი შეხვედრისთვის ემზადება

ეროვნულ ლიგა 2-ში თბილისის ლოკომოტივმა 40 ქულით ასპარეზობა მე-8 ადგილზე დაასრულა, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენი გუნდი ლიგაში ადგილის შესანარჩუნებლად პლეი აუტში რუსთავს ორმატჩიან დუელში დაუპირისპირდება.

 

პირველ შეხვედრას ჩვენ ვუმასპინძლებთ, რუსთავთან მატჩი 5 დეკემბერს, მიხეილ მესხი 2-ზე 18:00 საათზე ჩატარდება.

 

რუსთავმა ეროვნული ლიგა 3-ში 61 ქულა დააგროვა და მესამე ადგილი დაიკავა, რაც ამ გუნდს საშუალებას აძლევს, ეროვნულ ლიგა 2-ში მოსახვედრად იბრძოლოს.

 

ლოკო პლეი აუტის შეხვედრას კარგ განწყობაზე და კარგ ფორმაში ხვდება. ლიგა 2-ის მეოთხე წრეში ჩვენმა გუნდმა 5 გამარჯვება მოიპოვა, 2 მატჩი ფრედ დაასრულა და მხოლოდ 2-ჯერ დამარცხდა. გუნდმა მეტოქეთა კარში 20 გოლი გაიტანა.

 

ბოლოს რუსთავს 2019 წლის სექტემბერში, ეროვნულ ლიგაში ვეთამაშეთ და 1:2 დავმარცხდით, თუმცა იმავე სეზონში ამ გუნდის წინააღმდეგ 2-ჯერ გავიმარჯვეთ და ერთხელ შეხვედრა ფრედ დასრულდა.

 

ეროვნული ლიგა 2 I პლეი აუტი:

 

ლოკომოტივი - რუსთავი I 5 დეკემბერი, 18:00
რუსთავი - ლოკომოტივი I 9 დეკემბერი, 13:00

more news