ლოკომოტივის ევროპული ვოიაჟი გრანადაში დასრულდა

ლოკომოტივის ევროპული ვოიაჟი გრანადაში დასრულდა
25/09/2020

ლოკომოტივის ევროპული ვოიაჟი გრანადაში დასრულდა

თბილისის ლოკომოტივმა, ევროსარბიელზე წლევანდელი გამოსვლა ესპანურ გრანადასთან მატჩში დაასრულა. გიორგი ჭიაბრიშვილის გუნდი, ლა ლიგის წარმომადგენელთან 0:2 დამარცხდა.

 

მატჩის დასაწყისიდანვე, უპირატესობას მასპინძლები დაეუფლნენ. გრანადა უკანმოუხედავ შეტევაში არ გადასულა და თბილისელებს თამაშის საშუალებასაც აძლევდა. აქვე უნდა ვთქვათ, გიორგი მამარდაშვილის შესახებ, რომელმაც პირველ ტაიმში 4 სეივი გააკეთა და ზოგადად, მთელი მატჩი დამაჯერებლად გამოიყურებოდა.

 

მეორე ნახევარში, გრანადას უპირატესობა უფრო აშკარა გახდა და მასპინძლებმა 48-ე წუთზე ანგარიშის გახსნა შეძლეს. მძიმე მდგომარეობაში მყოფი ლოკომოტივი კი, 59-ე წუთიდან კაცნაკლული დარჩა. გიორგი გაბაძემ 5-წუთიან მონაკვეთში ორი ყვითელი ბარათი მიიღო და მოედანი დატოვა.

 

მატჩის ბოლომდე, თამაშის სცენარი არ შეცვლილა. გრანადას შეტევებს, მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში, ჩვენს კარში მეორე გოლი მოჰყვა. როგორც პირველ შემთხვევაში, მამარდაშვილი ამ მომენტშიც უძლური იყო.

 

 

 

გრანადა 2:0 ლოკომოტივი (0:0)

 

ლოკომოტივი: მამარდაშვილი, გურეშიძე, სანდოხაძე, გაბაძე, უბილავა (C), შონია, დარცმელია, სამურკასოვი (მჭედლიშვილი 60), თ.კირკიტაძე (გავაშელიშვილი 75), იმრანი (კობახიძე 70), სიხარულიძე

 

გაფრთხილება: დარცმელია, იმრანი, გაბაძე

 

გაძევება: გაბაძე (59)

 

მთ.მწვრთნელი - გიორგი ჭიაბრიშვილი

more news