ლოკომოტივის მთავარმა მწვრთნელმა, რევაზ გოცირიძემ გასული სეზონი შეაჯამა

ლოკომოტივის მთავარმა მწვრთნელმა, რევაზ გოცირიძემ გასული სეზონი შეაჯამა
15/12/2024

ლოკომოტივის მთავარმა მწვრთნელმა, რევაზ გოცირიძემ გასული სეზონი შეაჯამა

თბილისის ლოკომოტივმა ეროვნული ლიგა 2-ის 2024 წლის სეზონი მეოთხე ადგილზე დაასრულა.

 

განვლილ სეზონთან დაკავშირებით კომენტარის გაკეთება ლოკოს მთავარ მწვრთნელს, რევაზ გოცირიძეს ვთხოვეთ.

 

„სეზონის წინ ეროვნულ ლიგაში გადასვლა გვქონდა დაგეგმილი, თუმცა, სამწუხაროდ, ეს არ გამოგვივიდა. ამას რამდენიმე მიზეზი აქვს, უმთავრესი კი ტრავმებია. თავიდან ბევრი წამყვანი ფეხბურთელი გამოგვაკლდა. მესამე და უფრო მეოთხე წრეში თითქმის ყველა მოთამაშე დაგვიბრუნდა, გუნდში კონკურენცია გაჩნდა და ეს შედეგზეც აისახა. ვფიქრობ, ეს იყო ის მთავარი მიზეზი, რამაც ჩვენ მიზნის შესრულებაში ხელი შეგვიშალა.

 

რაც შეეხება ლოკომოტივი 2-ს, თუ პირველი გუნდი ეროვნული ლიგის საგზურს მოიპოვებდა, მეორე გუნდსაც უნდა ებრძოლა დაწინაურებისთვის, მაგრამ, საბოლოოდ, ისე მოხდა, რომ ლოკომოტივი 2 ათეულში უნდა გასულიყო. მათ ეს პირნათლად შეასრულეს. ამასთან ერთად, იქ რამდენიმე ახალგაზრდა ფეხბურთელი აღმოვაჩინეთ და ამ კუთხით კმაყოფილები ვართ“, - განაცხადა რევაზ გოცირიძემ.

 

more news