ლოკომოტივმა ვიტ ჯორჯია დაამარცხა და მორიგი სამი ქულა მოიპოვა
ლოკომოტივმა ვიტ ჯორჯია დაამარცხა და მორიგი სამი ქულა მოიპოვა
ეროვნული ლიგა 2-ის 34-ე ტურში თბილისის ლოკომოტივმა მიხეილ მესხი 2-ზე ვიტ ჯორჯიას უმასპინძლა და 3:1 დაამარცხა.
მატჩი მეტოქის უპირატესობით დაიწყო და მე-9 წუთზე ამირან ძაგანიამ ვიტ ჯორჯია დააწინაურა. მეორე ტაიმის დასაწყისში სტუმრებს ანგარიშის გაზრდა შეეძლოთ, თუმცა ძაგანიამ 52-ე წუთზე პენალტი ვერ გამოიყენა.
ამის შემდეგ ვიტ ჯორჯიას ფეხბურთელმა, სულხან სვანაძემ მეორე ყვითელი ბარათი მიიღო და მოედანი ნაადრევად დატოვა. ლოკომ შექმნილი სიტუაციით მალე ისარგება და 57-ე წუთზე გიორგი პირტახიამ გიორგი გაბაძის გადაცემის შემდეგ ანგარიში გაათანაბრა.
ლოკო შეტევებს აგრძელებდა და 72-ე წუთზე თავის გამოჩენა ცენტრალურმა მცველმა, ნიკა ჭანტურიამაც მოახერხა ლუკა კეკელიძის გადაცემის შემდეგ, ხოლო საბოლოო ანგარიში შეხვედრაში 90+2-ე წუთზე სანდრო შეწირულმა დააფიქსირა.
შედეგად, ჩვენმა გუნდმა 34 ტურის შემდეგ 37 ქულა დააგროვა და გათამაშების ცხრილში მე-8 ადგილზეა. ლოკოს სეზონში 2 შეხვედრა დარჩა (კოლხეთი 1913-თან სტუმრად და თბილისის მერანთან სახლში), რის შემდეგაც უმნიშვნელოვანეს 2 მატჩს გამართავს პლეი აუტში და ეროვნულ ლიგა 2-ში ადგილის შესანარჩუნებლად იბრძოლებს.
ლოკომოტივი 3:1 ვიტ ჯორჯია I ეროვნული ლიგა 2 I 34-ე ტური
გოლები: ძაგანია (9), პირტახია (57), ჭანტურია (72), შეწირული (90+2)
ლოკომოტივი: კოპალიანი, ჩაჩუა, ჭანტურია, გაბაძე, ხარაიშვილი (46 პირტახია), ფრენკი (34 შეწირული), კეკელიძე (83 ხინჩიაშვილი), ბაშელეიშვილი (72 გაბისონია), მენთეშაშვილი, მახარობლიძე, ოზბეთელაშვილი (72 კალანდაძე)
მთავარი მწვრთნელი: რევაზ გოცირიძე
ვიტ ჯორჯია: იობაშვილი, ჩაგუნავა (75 ქარდავა), სვიანაძე, სამადაშვილი (86 მახარობლიძე), შეყილაძე, კერელეიშვილი (75 კეწელაშვილი), ჭავჭანიძე, დვალიშვილი, კუპრეიშვილი, ჩოთალიშვილი (65 ჯავახიშვილი), ძაგანია (65 გუგბერიძე)
მთავარი მწვრთნელი: თენგიზ კობიაშვილი